Monday, August 4, 2008
ჰიპოთეზა
საერთოდ ყველა სოფელში მოსახლეობა გარკვეულ ადგილებს სახელებს აძლევს, მაგალითად: მდინარეს, ნაკადულს, ტყეს, ტბას, მინდორს და ა.შ. მათი კვლევა ინპორმაციას იძლევა მოცემული სოფლისა და მისი მოსახლეობის ისტორიული განვითარების შესახებ. ჰიპოთეზის მიხედვით, რომელიც ჯგუფმა ჯვაროსნებმა წარმოადგინა ამა თუ იმ რეგიონის გეოგრაფიული და საკუთარი სახელები უკუვშირდება იქ მცხოვრები მოსახლეობის ისტორიულ განვითარებასა და მათ ადათწესებს, აქედან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა დაიწყო ქვეშეთის ტოპონომიკის გამოკვლევა, რათა გაეგო მისი ისტორიული წარსული. ამიტომ ჯვაროსნებმა გადაწყვიტეს მოსახლეობის გამოკითხვა და შეადგინეს კითხვების მცირე სია, რომელიც ქვევით არის მოცემული: 1.რატომ დაერქვა ქვეშეთი?
2.როგორია მოსახლეობის ადათ-წესები?
3.როგორია ქვეშეთის ფოლკლორი?
4.როგორია მთიანეთის ტოპონიმიკა?
ჩვენი ჰიპოთეზა დამტკიცდა, ამის მაგალითებია:
1.ქვეშეთთან ახლოს არის ელგუჯას გამოქვაბული, მისი სახელი დაკავშირებულია ერთ ლეგენდასთან, რომელიც ეხება კაცს სახელად ელგუჯა, მან მოიტაცა ქალი ყაზბეგიდან, წამოიყვანა ამ მიდამოებში. ამის შემდეგ ლეგენდა ორად იყოფა: Iეს გამოქვაბული არსებობდა და ელგუჯა იქ დასახლდა.IIეს გამოქვაბული მან თავად გამოთხარა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ამის გამო ეწოდა მას ელგუჯას გამოქვაბული.
2.არსებობს რამდენიმე ლეგენდა თუ რატომ დაერქვა ამ სოფელს ქვეშეთი. ესენია: Iმთებში იყო დიდი ველი, აქ გადმოდიოდა ხალხი ცხენებით და ვირებით და იძახდნენე ქვეშ ჩავიდეთო, ამიტომ დაერქვა მას ქვეშეთი.IIამ ადგილას იყო სოფელი შeთი, წამოვიდა დიდი მეწყერი და სოფელი ძირს დაიტანა. ამიტომ დაერქვა ქვეშეთი.
3.ერთი მგზავრი მოვიდა და ახსენა სიტყვები:"ცის ქვეშ", და ამიტომ დაერქვა ქვეშეთი.
ქვეშეთის მიდამოებში გავრცელებულია მეფეებისა და წმინდანების სახელები, მაგალითად: გიორგი, თამარი, დავითი, მარიამი და სხვ. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ხალხი დიდ პატივს სცემს საქარტველოს ისტორიას და არიან ქრისტიანობის მიმდევრები. გვარებიდან გავრცელებულია: ზაქაიძე, ბურდული, ბუჩუკური, ჯაღმაიძე, ნარიმანიძე, ნარაიძე, წიკლაური, კობაიdე და სხვ. მაგრამ ამავე დროს უნდა ითკვას, რომ მათი უმეტესობა ჩამოსულები არიან. მაგლითად: ყველაზე გავრცელებული გვარი ბუჩუკური სინამდვილეში ყაზბეგიდანაა. ეს ერთ მხრივ ამტკიცებს ლეგენდას იმის შესახებ, რომ ადრე ამ ტერიტორიაზე ჩამოწვა მეწყერი და ყველა მკვიდრი დაიღუპა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა გვჯეროდეს უკეთესის, ვივარაუდებთ რომ ეს უბრალოდ იმ დიდი ველიდან ჩამოსული ხალხია.
Subscribe to:
Posts (Atom)